თარხან-მოურავი – NDI–ზე: "გვითხრეს "აღარ გვინდა ამ სკანდალის აგორებაო"
22/10/2020 21:09:47 პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი ირწმუნება, რომ "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მათ "დაუმტკიცეს, რომ ტყუოდნენ" და ამის შემდეგ NDI კვლევებს ერთი წლის განმავლობაში აღარ ატარებდა.
როგორც პრორუსული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, მისი ნაამბობი მოვლენები სამი წლის წინ განვითარდა.
"შარშან წინ გავაკეთეთ პროფესიონალური კვლევა, დავუგზავნეთ NDI-ის ყველა თანამშრომელს, ჩამოვიდა კომისია, ყოფილი სენატორები, შეგვხდა. გვთხოვეს, "ჩვენ ახლა შევწყვეტთ კვლევებს, სკანდალს ნუ მოვაწყობთო და არავითარ კვლევებს აღარ ჩავატარებთო". ერთი წელი აღარ ჩაუტარებიათ არანაირი კვლევა. დავამტკიცეთ, რომ ტყუიან და გვითხრეს "აღარ გვინდა ამ სკანდალის აგორებაო", — განაცხადა თარხან–მოურავმა "ფორმულას" ეთერში.


