Accentnews.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

23/10/2020 11:54:20 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გიორგი მიქაუტაძის გარდა, საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამაც დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა აღნიშნულის მიზეზი.

რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2017 წლის აპრილში აირჩია.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა 22 ოქტომბერს დატოვა გიორგი მიქაუტაძემაც, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. იუსტიციის საბჭოს განმარტებით, კანონმდებლობით აღნიშნული პოზიცია საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

მიქაუტაძე ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობასაც. 15 ოქტომბერს საბჭომ თავმჯდომარედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S