Accentnews.ge
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ლელოდან“ ბოროტმოქმედს წისქვილის გახსნას ურჩევს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ლელოდან“ ბოროტმოქმედს წისქვილის გახსნას ურჩევს

23/10/2020 12:41:00 პოლიტიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის 30-ე ნომერი, ჩხოროწყუში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს მიმართავს.

„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო – ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი – ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას“, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც და გატაცებულია თანხა. გომელაურმა 22 ოქტომბერს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S