Accentnews.ge
ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

24/10/2020 04:02:17 პოლიტიკა

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

ჟოზეპ ბორელმა და მაიკ პომპეომ გარე მხარეებს მოუწოდეს, სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. მათ ასევე მოუწოდეს კონფლიქტის მხარეეს, დაუყოვნებლივ განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდის ქვეშ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მხარეებს შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S