ოქრიაშვილი:"ქართული ოცნება" არჩევნებს თუ გააყალბებს, ქუჩაში გამოვალთ და ამოყირავდება"
24/10/2020 16:51:27 პოლიტიკა
“ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში აგებს.
"მთელს საქართველოში ოპოზიცია იგებს არჩევნებს. თუ გააყალბებენ არჩევნებს, 2კვირის წინ გააყალბა არჩევნები ყირგიზეთმა და ამოყირავდა მთავრობა. ოცნება ვერ მოიგებს"- განაცხადა ოქრიაშვილმა, ჟურნალისტი ჩაეკითხა "დავუშვათ, მოიგო ოცნებამ, ამ შემთხვევაში?.
"ვერ მოიგებს, როგორ მოიგებს, დაიწერს, გაიფორმებს, გააყალბებს?! აი მაგ შემთხვევაში ქუჩაში გამოვალთ და ამოყირავდება მთავრობა, როგორც ყირგიზეთში ორი კვირის წინ" - უპასუხა ჟურნალისტს ოქრიაშვილმა.


