მეარაყიშვილი ჩოჩელს:"ოსური სამხედრო შენაერთების შემოსვლამდე წახვედით ახალგორიდან. საგანგებო მდგომარეობისას მიატოვა ხელმძღვანელობამ მოსახლეობა უპატრონოდ"
24/10/2020 20:49:46 პოლიტიკა
ხალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს მიმართავს.
"ცეზარ ჩოჩელმა მიპასუხა და თურმე 1 ნოემბერს მასრულებთ ბატონო ცეზარ, აი, თქვენი მეგობრებიც იმას ამბობენ, რასაც მე- 15 აგვისტოს, ოსური სამხედრო შენაერთების შემოსვლამდე წახვედით ახალგორიდან. საგანგებო მდგომარეობისას მიატოვა რაიონის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა უპატრონოდ - ამას ვამბობ და ამ კომენტარებით დასტურდება ეს. მერე ტყეებზე გადასულებს წინ დაუხვდა და უფროსობა დაუწყო.თუ მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეთ, რატომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არ გაიყვანეთ აქედან? რა წინასწარ გზების გაწმენდა სამებისკენ? არ გრცხვენიათ, რას ალაპარაკებთ ამ ხალხს?" - წერს მეარაყიშვილი.
მეარაყიშვილმა აღნიშნული ტექსტი ქვემოთ მოცემულ ვიდეოს დაურთო:


