Accentnews.ge
აქციაზე მომხდარი ინციდენტისას ბეჟან გუნავა შეუძლოდ გახდა

აქციაზე მომხდარი ინციდენტისას ბეჟან გუნავა შეუძლოდ გახდა

26/10/2020 10:40:40 პოლიტიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მომხდარი ინციდენტისას პარტია „ქართული არჩევანის“ წევრი ბეჟან გუნავა შეუძლოდ გახდა.

გუნავას ინფორმაციით, შეხლა–შემოხლისას პოლიციამ მისი თანაგუნდელი გოჩა ფერცულიანი დააკავა, რომელიც სახელმწიფო უწყების ტერიტორიაზე სესვლას ცდილობდა. დაკავებამდე პოლიციამ დააზუსტა მისი ვინაოდა და იყო თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატი.

„დავალება აქვთ, არ დააკავონ დეპუტატობის კანდიდატები“,– აღნიშნა გუნავამ.

გუნავა ამბობს, რომ ორჯერ დაჰპირდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეშვებას, თუმცა მოატყუეს.

"20 მილიონი ლარი აქვს დამალული „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს ბიუჯეტში და 100 მილიონით, ფაქტობრივად, „შავი ფულით“, კოორდინატორებს გადაუხადა ხელფასები, რისი მამტკიცებელი დოკუმენტებიც გვაქვს. ეს არ არის აქცია აქციისთვის. არ გავჩერდებით! ხვალ ყველა კანდიდატი ვიქნებით“,– განაცხადა გუნავამ.

პოლიციელები აცხადებენ, რომ პირმა დაკავებამდე მიიღო გაფრთხილება და როდესაც არ დაემორჩილა მოწოდებას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S