ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
26/10/2020 10:49:33 პოლიტიკა
პარლამენტის წევრები – დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე დაიწყო და დარბაზს გარეთაც გაგრძელდა.
დაპირისპირებამდე გოგიჩაიშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა პანდემიის, კრიმინალის კუთხით, რასაც ხაბარელმა „სამარცხვინო“ უწოდა.
დაპირისპირებულმა დეპუტატებმა დარბაზის მიმდებარედ, ოთახში გადაინაცვლეს. ამ ოთახში შესვლის უფლება მედიას მანდატურის სამსახურმა არ მისცა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განმარტებები გოგიჩაიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.


