Accentnews.ge
რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების მიზეზი განმარტა

რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების მიზეზი განმარტა

26/10/2020 11:31:02 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილით ახსნა.

როგორც მან „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველად მონაწილეობა კანონის შესაბამისად იწვევს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ავტომატურ ჩამოშორებას კონკურსის ყველა ეტაპიდან.

„ამავე დროს იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადაც უკვე ახლო მომავალში მეწურება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკონკურსო პროცედურები მოითხოვს მეტად დიდ ძალისხმევას, ამავდროულად ასევე ვიხილავ საქმეებს, მიზანშეწონილად ჩავთვალე დავტოვო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ 26 ოქტომბერს „ფეისბუკში“.

ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის რევაზ ნადარაიას მიერ იუსტიციის საბჭოს დატოვების შესახებ 23 ოქტომბერს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე კომენტარი რევაზ ნადარაიას მაშინ არ გაუკეთებია. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა გიორგი მიქაუტაძემაც.

რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2017 წლის აპრილში აირჩია. 2016 წლიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. არის აღნიშნული სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S