Accentnews.ge
თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გაუხანგრძლივდათ

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გაუხანგრძლივდათ

26/10/2020 12:35:04 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 45-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დამატებით ერთი დღე ეძლევათ, რათა დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება მოითხოვონ.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე შეეძლებათ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 27 736 პირი იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S