Accentnews.ge
21 წლის კაცი, რომელმაც კოვიდ–სასტუმრო გუშინ დატოვა, მოულოდნელად გარდაიცვალა

21 წლის კაცი, რომელმაც კოვიდ–სასტუმრო გუშინ დატოვა, მოულოდნელად გარდაიცვალა

26/10/2020 13:03:07 სამართალი

რუსთავში 21 წლის კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

როგორც ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა და დაეცა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, რომელიც გამოძახებაზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ, მაგრამ ცუდად გაუხდათ [21 წლის ბიჭი] – ორმოში წაიქცა. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა, თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს, მაგრამ ვერ გადრჩა",- უყვება "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის მეგობარი.

კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილის ახლობლების ცნობით, 21 წლის კაცი კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა. ახალგაზრდა “თუთარჩელას“ ანსამბლში მღეროდა, რომლის წევრებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. პირველ ტესტირებაზე პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო განმეორებითმა დადებითი პასუხი აჩვენა და ახალგაზრდა კოვიდ–სასტუმროში დატოვეს. სასტუმროდან ის 25 ოქტომბერს გამოწერეს.

იზილეთ ასევე: ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა გახდა 21 წლის ახალგაზრდის უეცარი გარდაცვალების მიზეზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S