Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა გახდა 21 წლის ბიჭის უეცარი გარდაცვალების მიზეზი

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა გახდა 21 წლის ბიჭის უეცარი გარდაცვალების მიზეზი

26/10/2020 14:47:29 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც 26 ოქტომბერს რუსთავში მოულოდნელად გარდაიცვალა, კორონავირუსისგან განკურნებული იყო.

„აღნიშნული პირი იყო კოვიდ–გამოჯანმრთელებული: 3 ოქტომბერს ის მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდ–ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი პისიარ–ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდეგ მასთან მიმართებაში კოვიდ–სასტუმროში მოხდა მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ. პროტოკოლით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ – 25 ოქტომბერს მოხდა მისი გაწერა. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდ–გამოჯანმრთელებული“,– განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე და დასძინეს, რომ ახალგაზრდა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გათვალისწინებული პროტოკოლით არ დაიკრძალება.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ გაწერისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმმა შეაფასა, რომ ის თავს დამაკმაყოფილებად გრძნობდა, არ ჰქონდა ჩივილები.

რაც შეეხება გარდაცვალებას, მიზეზად ამ ეტაპზე გულის უეცარი გაჩერება სახელდება.

„დღეს ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ნახეს – ასრულებდა სამუშაოებს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე შეიძლება, გულის უეცარი გაჩერება მივიჩნიოთ, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს დამატებით. გულის გაჩერება გულისხმობს უეცარ სიკვდილს",– აცხადებენ სამინისტროში.

მათივე მონაცემებით, სასწრაფო დახმარების გუნდი გამოძახებაზე დაუყონებლივ გავიდა, თუმცა მათ ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S