Accentnews.ge
"ქართული ოცნება"55%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 22% - "რუსთავი2" "Survation-ის" ბოლო კვლევას ასაჯაროვებს

"ქართული ოცნება"55%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 22% - "რუსთავი2" "Survation-ის" ბოლო კვლევას ასაჯაროვებს

26/10/2020 19:38:23 პოლიტიკა

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დღეს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.

"Survation-ის" კვლევის შედეგები ასეთია:

მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

"ქართული ოცნება" - 55%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 %

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%

"ლელო" - 4%

"ევროპული საქართველო" - 4%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3%

"გირჩი" - 2%

"ლეიბორისტული პარტია" -2%

სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

ამაში სრულიად დარწმუნებულია - 70%

მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია - 24%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული - 3%

და სრულიად არ ვარ დარწმუნებული - 3%

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია "Survation-მა ", რომელიც "რუსთავი 2-ის" დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. დღის ამბები 26.10.2020 22:48ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მტკიცებულებები ამოიღეს - ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები ამ წუთებში იკითხებიან 26.10.2020 22:06წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ცხელ ფაზაში შევიდა - პარტიები პროგრამების წარდგენას აქტიურად განაგრძობენ 26.10.2020 21:59გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა ხვალ 14:00 საათზე იწურება 26.10.2020 21:42თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი შეიქმნება, მთავრობა სტუდენტებისგან დაკომპლექტებული რეზერვის მობილიზებას დაიწყებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S