მერაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს
26/10/2020 20:21:30 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერი და შს ექს–მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებს სამი მთავარი მტერი უპირისპირდება: მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები და თუ სამართალდამცველები მოქალაქეების ნებას არ დაიცავენ, მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სამი ინსტრუმენტის დახმარებით გაიმარჯვებს.
„ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცველებს, გვიპირისპირდება ჩვენი თავის სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები. ჩვენ ამ ერთ დღეს ან დაგვამარცხებს ივანიშვილი ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის არც კრიმინალის და რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, - აცხადებს მერაბიშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


