„ქართული ოცნებას“ - 27.3 %; ენმ–18.5 %; „ევრსაქები“ –11.7 % - „ევროპული საქართველოს“ პარტიული რეიტინგები ცნობილია
27/10/2020 08:13:42 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნებას“ - 27.3 %–იანი მხარდაჭერა აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 18.5 %–იანი, „ევროპული საქართველოს“ - 11.7 %–იანი.
გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გამოკითხული მოქალაქეების 5.3% უჭერს მხარს, „ლელოს“ - 5.1%, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 4.1 %, „გირჩს“ - 4.03%, „ერთიანი საქართველოს“ - 3.01%, „გამარჯვებულ საქართველოს“ - 2.1%, „მოქალაქეებს“ - 1.9 %, „პატრიოტთა ალიანსს“ - 1.4 %, „სხვა პარტიებს“ - 2.3 %,
ხოლო 13.26%–მა „არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე“ –ამგვარი პოზიცია დააფიქსირა.
კითხვაზე, "რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?" შედეგები ასე განაწილდა: არასწორი მიმართულებით - 65.5% სწორი მიმართულებით - 30.4 % არ ვიცი/უარი პასუხზე - 4.1%.
„ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურადაა ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ კვლევა 19-25 ოქტომბრის კვირაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და პირისპირ გამოიკითხა 2800 ადამიანი.
კვლევაში ცდომილება 3%-ია.


