ბოლნისში „ოცნების“ ოფისთან ხალხმრავლობა იყო: „ოთხი დღეა, ფული რიგდება“

27-10-2020 15:05:29 პოლიტიკა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, მეოთხე დღეა, ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისთან ხალხი ფულის მისაღებად რიგში დგას.

„წარმოიდგინეთ, რამდენი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს აძლევენ ხელფასს: ოთხი დღეა, დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ამ რიგში ფული რიგდება. მხოლოდ ბოლნისში გადის ამხელა თანხა. ეს ტოტალური მოსყდვაა! არანაირი შემოსავალი არაა, ბანკის ვალებში იხრჩობა მოსახლეობა“,– განაცხადა ოქრიაშვილმა.

ჟურნალისტები ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადნენ და მათ მართლად აღმოაჩინეს რიგი „ქართული ოცნების ოფისთან“. მოქალაქეებს რიგის ნომრებიც ჰქონდათ. თავდაპირველად, მოქალაქეების ნაწილმა დაადასტურა, რომ რიგში ფულის მისაღებად იდგა, თუმცა მოგვიანებით „მესიჯი“ შეიცვალა: ნაწილი აცხადებდა, რომ ტრეინინგზე იყო, თუმცა რა მიმართულებით იმაღლებდნენ კვალიფიკაციას, ვერ განმარტეს, ამასთან, ჟურნალისტებმა ვერც შესაბამის ინფრასტრუქტურტას მიაგნეს; ნაწილი ამბობდა, რომ სოფლის საჭიროებებთან დაკავშირებით იყო მისული ოფისში; ხოლო ნაწილმა ხუმრობა გადაწყვიტა, განმარტა რა, რომ ჯონჯოლის გამო იდგა დილიდან რიგში.

თავად „ქართული ოცნების“ ოფისში განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები