ნათელაშვილმა დაასახელა ორი ფაქტორი, თუ რატომ არ აპირებს სააკაშვილისთვის მახდაჭერის გამოცხადებას

27-10-2020 18:13:49 პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლდერმა შალვა ნათელაშვლმა დაასახელა ორი ფაქტორი, რის გამოც არ აპირებს, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.

მისი შეფასებით, სააკაშვილი კონფლიქტურია.

„მიშას პრობლემა რა არის იცით? კონფლიქტურია. გარკვეულ ზღვრამდე კონფლიქტური მეც ვარ, მაგრამ როცა უკვე ხელისუფლი ხარ, იქ კონფლიქტური კი არ უნდა იყო, დამრეგულირებელი უნდა იყო ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ამ უნარის არქონამ არაერთი საბედისწერო განსაცდელი გადაგვატანინა ქვეყნის შიგნით და გარეთ და მისი მმართველობის დროს ტერიტორიების 20%–იც დაიკარგა. ამიტომ, პირადად მე მას ამ მომენტის გამო ვერ დავუჭერ მხარს: მას შეუძლია კონფლიქტის გაღვივება, მაგრამ არა დარეგულირება“,– განაცხადა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მეორე ფაქტორად მან კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი დაასახელა:

„სააკაშვილის 2036 წლამდე გაპრემიერება სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის“.

ინფორმაციითვის: პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებებით სწორედ ამ ვადით გეგმავს რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნას.

„როგორც კი პუტინი აქ სააკაშვილის მეორედ მოსვლას დაინახავს, ცოცხლები ვერ გადავურჩებით“,– დასძინა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები