Accentnews.ge
რუსეთში ოპოზიციური საიტი დაბლოკეს

რუსეთში ოპოზიციური საიტი დაბლოკეს

13/05/2019 12:57:28 სხვა, მსოფლიო

„როსკომნადზორმა“ დაბლოკა წვდომა ბლოგზე  – პუტინიზმი, როგორც ასეთი. რუსეთიდან შემავალი ინტერნეტმომხმარებლები ამჟამად მხოლოდ სტანდარტულ სურათს ხედავენ: „მოცემულ რესურსთან წვდომა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდულია“.

როგორც "რადიო თავისუფლებას" საიტის რედაქციაში განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით, რესურსის ბლოკირების მიზეზად სასამართლოს 2018 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება იქცა, ბიზნესმენ სერგეი მიხაილოვის სარჩელთან დაკავშირებით. მოსარჩელე ირწმუნებოდა, რომ არასოდეს ყოფილა "სოლნცევის" დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი, როგორც ინტერნეტ–რესურსზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში იყო ნათქვამი.

ცნობისთვის: ინტერნეტრესურსი უმთავრესად ავრცელებს პუბლიკაციებს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის წევრების ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის შესახებ. ყურადღება უმთავრესად 90–იან წლებში პუტინის მოღვაწეობაზე მახვილდება. ბოლოს საიტი დღეს განახლდა: ბლოკირებამდე გამოქვეყნდა მასალა პუტინის ისრაელის დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S