როგორ ხსნის კობახიძე საარჩევნო სიაში „მკვდარი სულების“ არსებობის შესაძლებლობას
28/10/2020 09:31:44 პოლიტიკა
„შეიძლება, გარდაცვლილად ჯერ არ იყოს აღრიცხული და ამის გამო ხვდებოდნენ“,– ამგვარად ხსნის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიაში „მკვდარი სულების“ არსებობის შესაძლებლობას.
მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი გარდაცვლილი ახლობლები, მათ შორის რამდენიმე წლის წინ, საარჩევნო სიებში ფისქირდებიან. აღნიშნული თემა საქართველოში 1990–იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ არჩევნებზე აქტუალურია
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მოქალაქეების ნაწილი მიუთითებს, მათი რეგისტრაციის მისამართზე გაურკვეველი პირების ჩაწერაა. ამ შემთხვევაში პრობლემურ საკითხს იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართვაც წარმოადგენდა აღნიშნული პირების ამოწერის მიზნით.


