Accentnews.ge
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის თავზე, სააკაშვილის და „მისი ბანდის“ გაუქმებას მოითხოვს

ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის თავზე, სააკაშვილის და „მისი ბანდის“ გაუქმებას მოითხოვს

28/10/2020 11:25:31 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს მოღალატეს უწოდებს, რომელიც, მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს.

ღარიბაშვილმა „ფეისბუქზე“ ხელახლა გააზიარა მის მიერ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ასევე წინა ხელისუფლებას ეხებოდა.

"ეს პოსტი 2018 წელს დავწერე, ახლაც იმავეს გავიმეორებ და დავამატებ: ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!" - დაწერა თავდაცვის მინისტრმა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S