Accentnews.ge
ვაშაძე გახარიას დასაქმებას დაჰპირდა

ვაშაძე გახარიას დასაქმებას დაჰპირდა

28/10/2020 12:29:56 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას დასაქმებას დაჰპირდა.

„საქმის მკეთებელთა გუნდი ვართ ...ლანძღვა–გინება, დაპირისპირება უნდა დავასრულოთ ქვეყანაში და ამაში მხარდაჭერას ვთხოვ მოქალაქეებს. აღმშენებლობა თუ დაპირისპირება? სხვათა შორის, ჩვენი მესიჯები ძალიან მაგრამ მუშაობს ქვეცნობიერზეც კი, იმიტომ, რომ გუშინ აღმშენებლობაზე საუბრობდა დღეს ჯერ კიდევ პრემიერ–მინისტრი გახარია. მასაც ჩავრთავთ აღმშენებლობის პროცესში, არაა პრობლემა, ყველას ადგილი მოიძბნება“,– განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S