Accentnews.ge
Edison Research-ის ვიცე–პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო

Edison Research-ის ვიცე–პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო

28/10/2020 14:12:33 პოლიტიკა

Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯაფარიძის განცხადებით, მისი კომპანიის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერ შეტევის მცდელობა იყო.

ინფორმაციისთვის: კომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლს ატარებს.

ნინო ჯაფარიძე „ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ სისტემაში, კერძოდ, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შეღწევა სცადეს.

მისივე თქმით, რამდენიმე შეტყობინება მიიღო უცნაური ადრესატისგან, რამაც დააეჭვა და არ გახსნა. იგი ვარაუდობს, რომ ცდილობდნენ კომპანიის კომპიუტერი დაეზიანებინათ, ხელი შეეშალათ საქმიანობაში, ან ფოსტაზე მისი მიმოწერა ენახათ:

"ძალიან გასაკვირია ის, რომ არჩევნებამდე სამი დღე დარჩა „ედისონი“ ატარებს ეგზიტოლს და უნდათ, ყურადღება გამიფანტონ, შესაძლებელია ეს არის მიზანი რომ შემოვუშვა ვირუსი და კომპიუტერში პრობლემა გამიჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს მიზანი თუ აქვთ დასახული ვერ მიაღწევენ საწადელს. ამიტომ ვთხოვ, რომ დროს ნუ დახარჯავენ.

ეგზიტპოლის მონაცემებისთვის სულ სხვა სისტემას ვხმარობთ და სამწუხაროა, რომ ვერ ერკვევიან. რა თქმა უნდა, ეგზიტპოლს და კვლევებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. შეიძლება კომპიუტერი გაფუჭებულიყო ან ნელა ემუშავა, ან მაილიდან ჩამოეტვირთათ ვისთან მაქვს მიმოწერა, ვისთან ვთანამშრომლობ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S