Accentnews.ge
აჭარის მთავრობის მეთაურს დიდაჭარაში დაუპირისპირდნენ

აჭარის მთავრობის მეთაურს დიდაჭარაში დაუპირისპირდნენ

28/10/2020 14:45:24 პოლიტიკა

სოფელ დიდაჭარას მოსახლეობაის ნაწილი რეგიონის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა, რომელიც სოფელში იყო მისული.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს ევროპის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. წულუკიძეები ამბობენ, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება მათ პოლიტიკური მოტივით სდევნის, რადგან სპორტსმენებმა არჩევნებში დახმარებაზე ხელისუფლებას უარი უთხრეს.

„სიმართლემ რომ გაიჟღეროს, გრცხვენიათ ხომ?!“, „სოციალირად დაუცველები რომ დაგვაჯარიმეთ, არ გრცხვენიათ?“, „როდესაც გვინდოდა თქვენთან საუბარი, არ შეგვხვდით. ახლა არაფერი გვაქვს სალაპარაკო“; „წავიდეს ჩვენი სოფლიდან“ – ისმის შეძახილები ვიდეოში. მასალაში ისიც ისმის, რომ რიჟვაძის თანმხლები პირები ადგილობრივებს ვიდეოგადაღების შეწყვეტას სთხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S