Accentnews.ge
პრეზიდენტი  – ესებუაზე: „ერთი ადამიანის დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა მიუღებელია“

პრეზიდენტი  – ესებუაზე: „ერთი ადამიანის დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა მიუღებელია“

28/10/2020 16:21:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბადრი ესებუას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთი ადამიანის დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა მიუღებელია, მით უფრო ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც NATO-სკენ ისწრაფვის.

"მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის NATO-სკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!", - ამბობს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა 21 ოქტომბრის მოვლენებში ჩართულ პოლიციელებს და დაგმო "სამართალდამცველების პროფესიონალიზმის შესახებ დამამცირებელ შეფასებები, ვინაიდან ეს საბოლოოდ ხელს უშლის ქვეყნის შიდა სტაბილურობას".

ბადრი ესებუა, რომელსაც ბრალად 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე ტერორისტული თავდასხმა ედება, წარსულში სამხედრო ძალებში მსახურობდა.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მითხოვა. რამდენიმე საათში მან მძევლები გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი ამ დრომდე თავისუფალია. მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ბადრი ესებუაა. როგორც ირკვევა, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც შეიარაღებული ძალები გასულ წელს დატოვა. რა მტკიცებულებები არსებობს ესებუას წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.

21 ოქტომბრის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S