Accentnews.ge
შსს ვიდეომასალებს აქვეყნებს, რომლებიც ბაკზე თავდასხმამდე ორი კვირით ადრეა გადაღებული

შსს ვიდეომასალებს აქვეყნებს, რომლებიც ბაკზე თავდასხმამდე ორი კვირით ადრეა გადაღებული

29/10/2020 09:25:38 სამართალი

შსს მედიაში ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ კადრების გავრცელებას ეხმიანება და განმარტავს, რომ ის სამეგრელოში 6 ოქტომბერსაა გადაღებული.

შსს აქვეყნებს ვიდეომასალასაც.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“,– ნათქვამია შსს–ს განცახდებაში.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მითხოვა. რამდენიმე საათში მან მძევლები გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი ამ დრომდე თავისუფალია. მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ბადრი ესებუაა. როგორც ირკვევა, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც შეიარაღებული ძალები გასულ წელს დატოვა. რა მტკიცებულებები არსებობს ესებუას წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.

21 ოქტომბრის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S