ვაშაძე – კობახიძეს: „დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა“

29-10-2020 15:13:59 პოლიტიკა

„სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ამოწურეს ამათმა [„ქართულმა ოცნებამ“] თავისი თავი. ირაკლი კობახიძე, წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა" – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგებს, რომელიც მეორე დღეა, პარტიის სათაო ოფისიდან საარჩვნოდ ოპოზიციის "დესტრუქციულ გეგმებზე" საუბრობს.

"ეს უნდა დასრულდეს, სისულელეების როშვა. პრესკომფერენცია იმისთვის ხო არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო. საღამოს სხედან და ფიქრობენ, „რა მოვიგონო, რომ ხვალ ვთქვაო“– ამბობს გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბარისას.

"ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა 28 ოქტომბერს ოპოზიციის მხრიდან ამბოხის გეგმებზე ისაუბრა, 29 ოქტომბერს კი აღნიშნა, რომ ოპოზიციას არეულობის კონკრეტული გეგმა აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები