„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ГРУ–ს გასაიდუმოებული დოკუმენტი მოიპვა

29-10-2020 15:55:02 პოლიტიკა

"მთავარ არხი" აცხადებს, რომ ანონიმურმა წყარომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის (ГРУ) გასაიდუმოებული დოკუმენტი მოიპვა, სადაც გაწერილია დეტალური გეგმა, როგორ უნდა გააქტიურდეს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ანტიდასავლური და პრორუსული განწყობები.

არხი აღნიშნავს, რომ საიდუმლო დოკუმენტი 2017 წლის დეკემბრით თარიღდება და მისი სახელწოდებაა "პროექტი საქართველო 2020".

"არჩევნებისთვის პოლიტტექნოლოგიურად მომგებიანი იქნება, აიწიოს კონკრეტული, საზოგადოებისთვის მტკივნეული თემა (2012 წლის არჩევნების ეფექტი), უნდა მოხდეს ამ თემის გადაწყობა კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის და საჭირო გზავნილების გავრცელება ნებისმიერი ეფექტური გზით (აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთოს აქტიური ღონისძიებების სხვა ინსტრუმენტებიც). სავარაუდო თემებია: თურქული ოკუპაცია; ოკუპაცია აზერბაიჯანის მხრიდან - გარეჯი; ასევე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში", - წერია, „მთავარი არხის“ თანახმად, დოკუმენტში.

არხი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში გაშიფრულია ის ადმიანები, რომელთა გამოყენებაც რუსულ სპეცსამსახურებს პოეტენციურად შეუძლიათ.

"ადგილობრივი პოლიტ-ელიტა, რომელიც ფარულად მხარსგვიჭერს, მაგრამ არ შეუძლია ამის ღიად განცხადება, თუმცა შეუძლია, რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებზე, ამ მიმართუელბით, რეკომენდირებულია გავააქტიუროთ უკვე არსებული ოპერატიული არხები: ლაშა ნაცვლიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კახიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ( მიუხედავად დაკარგული პოზიციებისა) გიორგი ვოლსკი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე.

ოპერატიული შენიშვნა: უსაფრთხო--ოპერატიული კავშირის დასამყარებლად მიჰყევით "ცენტრის მკაცრ" მითითებებს ", - აღნიშნულია, მთავარი არხის ცნობით, დოკუმენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები