რა დანაშაულის ნიშნების შეიცავს კობახიძის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის განსაჯაროება

29-10-2020 16:29:28 სამართალი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 29 ოქტომბრის ბრიფინგზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დესტრუქციული ქმედებების მზადებაში და ამჯერად მან ერთ–ერთ არგუმენტად კონკრეტული ჟურნალისტის და პოლიტიკოსის კერძო საუბარი ციტატებით მოიყვანა, რამაც გააჩინა განცდა, რომ ჟურნალისტის თუ პოლიტიკოსის ფარული მიყურადება ხორციელდება. ამ საკითხზე ჟურნალისტების მიერ ყურადღების გამახვილების შემდეგ ჯერ კობახიძემ თქვა, რომ ინფორმაციამ ენმ–დან გაჟონა, შემდეგ პარტიის კიდევ ერთმა წევრმა მამუკა მდინარაძემ გაიმეორა იგივე და ჟურნალისტს მოუწოდა, გადაამოწმოს, საუბრისას მის ან პოლიტიკოსის ირგვლივ ვინ იმყოფებოდა. საპასუხოდ ჟურნალისტმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

  • საუბრის შინაარსი პოლიტიკოსმა არასწორად გადმოსცა;
  • საუბრის დროს თავად შინ მარტო იმყოფებოდა;
  • ასევე მარტო იმყოფებოდა კონკრეტული პოლიტიკოსი, რომელმაც ჟურნალისტი გააღვიძა;
  • კომუნიკაცია შედგა ტელეფონის მეშვეობით დაახლოებით, დილის 09:30–საათისთვის.

თბილისის ყოფილი პროკურორის მაია მწარიაშვილის ანალიზით, გამოკვეთილია დანაშაულის ცალსახა ნიშნები და გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს.

„აქ სავარაუდოდ, დანაშაულთა ერთობლიობა იქნება: კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და შესაძლოა, სახეზე იყოს თანამდებობრივი დანაშაულებიც. აქ ივარაუდება უკანონო მოსმენების დროს თანამდებობის პირთა მონაწილეობაც და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელება. სწორედ ამიტომ, გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსგავსი ფარული ჩანაწერი ვინმესთან მოხვდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში დანაშაულზეა საუბარი, პირი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ამ ინფორმაციას გამოძიების ორგანოებს მიაწვდის. ამრიგად, დღეს ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები და ეს ნიშნები ძალიან ცხადია: ჟურნალისტი ამბობს, რომ სატელეფონო საუბარი შედგა; არსებობს ორივე ადამიანი, ვის შორისაც იყო ეს კომუნიკაცია; საუბრის შინაარსი იგივე თემას ეხებოდა და ამას დამატებული კობახიძის წამოცდენები – ციტატები: ორივე პირის ციტატები ვერ ექნებოდა. ამიტომ, გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით უპირობოდ უნდა დაიწყოს და უნდა დაიწყოს პროკურატურამ“,–განმარტავს მწარიაშვილმა.

იურისტი ამბობს, რომ წყაროს გაუთქმელობის უფლება კობახიძეს არ აქვს და მას მოუწევს დაასახელოს, ვინგან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია.

თავად ჟურნალისტი სამართლებრივი დავისთვის ემზადება:

„შევხვდებით სასამართლოში!“,– მიმართა ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ირაკლი კობახიძეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები