Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა აქციაზე მხარდამჭერებს სიმღერა "თბილისო" რუსულ–ქართულ ენებზე შეუსრულა

"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა აქციაზე მხარდამჭერებს სიმღერა "თბილისო" რუსულ–ქართულ ენებზე შეუსრულა

29/10/2020 14:31:45 საშინაო პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე სიტყვით გამოვიდა

"ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება", – მიმართა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს და შემდეგ 2 სიმღერა, მათ შორის "თბილისო" ქართულ–რუსულ ენებზე შეასრულა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.

შეგახსენებთ, რომ "ქართული მარშის" წევრებმა აქციაზე რუსთავიდან მომავალ კოლონას გზა გადაუკეტეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S