რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს 20 ათასი ხელმოწერა მიუტანეს

30-10-2020 12:21:03 პოლიტიკა

სამოქალაქო აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 20 ათასი ხელმოწერა შეიტანეს.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და ის ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

„სამოქალაქო აქტივსტების მიერ დაწყებულ კამპანიას, რომლის მიზანი იყო გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება, შემოუერთდა საზოგადოების ფართო სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, როგორიც არის გურამ დოჩანაშვილი, ბესკ ხარანაული, ნინო სუხიშვილი, ნანი ბრეგვაძე და ა.შ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთი – უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი რურუა, უნდა შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება და პოლიტიკური რეპრესიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადავეცით 20 ათასამდე ხელმოწერა და მისგან ვითხოვთ, რომ დადგეს პარტულ ინტერესზე მაღლა, იმოქმედოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და გაათავისუფლოს გიორგი რურუა“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები