Accentnews.ge
პრემიერის განცხადებით, სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს

პრემიერის განცხადებით, სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს

30/10/2020 10:31:51 საშინაო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას შესაძლოა, სამართლებრივი შეაფასებაც მიეცეს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. თუმცა, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამაცვოი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“,-განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ასევე: სააკაშვილი – ივანიშვილს: "გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S