Accentnews.ge
პრემიერმა ოპოზიციურ შეთანხმებას „სრული არათანმიმდევრულობა“ უწოდა

პრემიერმა ოპოზიციურ შეთანხმებას „სრული არათანმიმდევრულობა“ უწოდა

30/10/2020 10:46:55 პოლიტიკა

იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და 2024 წელს, იმედი მაქვს, ოპოზიცია გონს მოეგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, საჭიროების შემთხვევაში რომელ პარტიასთან შეიძლება შექმნას „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არალოგიკურია, რომ ოპოზიციამ ჯერ იბრძოლა უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, ახლა კი ამბობს, რომ მმართველ გუნდთან კოალიციას არ შექმნის.

„ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს განვითარების, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენა პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ არიან მოწოდებულები, ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, გამოდიან და ამბობენ, კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო. სრული არათანმიმდევრულობაა. მიზეზ-შედეგობრივი კანონის არევაა, ლოგიკა არ არის. თან მთელ მსოფლიოში დაოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპარს, აზიანებდნენ ქვეყანას და მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს აწერენ რაღაცას ხელს, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S