„ამ ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ მოქმედებს“– ემიგრანტების ნაწილი ხმას ვერ მისცემს
30/10/2020 11:20:27 პოლიტიკა
საბერძნეთში, სალონიკში და აზერბაიჯანში ქართველი ემიგრანტები საკუთარი კონსტირტუციური უფლების გამოყენებას და საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, აღნიშნულ ქვეყნებში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გამო საარჩევნო უბნები არ არ გაიხსნება. შესაბამისი წერილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღეს. კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ ცსკო–ს პანდემიური ვითარება უნდა გაეთვალისწინებინა და შეექმნა შესაძლობლობა, ამომრჩეველთა ნაწილს ელექტრონული გზით დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
"გაუქმდა მთლიანი აზერბაიჯანი და საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქი – სალონიკი. ეს უკანასკნელიც წითელ ზონად გამოცხადდა, აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრებმა და ამიტომ ადგილობრივმა მერიამ გვითხრა უარი", - განმარტავენ ცსკო-ში.
თემის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა, რათა კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, თუმცა არაფერი გამოვიდა.
„მოგეხსეენბათ,ეპიდემია გლობალურია. არ შეგვიძლია, თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგრც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია – იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები და საბერძნეთშიც. ესპანეთზე არაფერი ვიცი. ეს ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტია, რამეთუ დარწმუნებული ვართ, აზერბაიჯანში, საბერძნეთსა და ესპანეთშიც „ქართული ოცნება“ მაქსიმალურ გამარჯვებას მიაღწევს. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღეული გადაწყვეტილება ან სურვილი არ მოქმედებს“,– განაცხადა გახარიამ.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


