Accentnews.ge
ჭანკოტაძე კობახიძის არჩევნების დღეს მასთან ერთად გადაადგილებას სთავაზობს

ჭანკოტაძე კობახიძის არჩევნების დღეს მასთან ერთად გადაადგილებას სთავაზობს

30/10/2020 13:46:40 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნს ირაკლი კობახიძის არჩევნების დღეს მასთან ერთად გადაადგილებას სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზება ჭანკოტაძემ კობახიძის განცხადების შემდეგ გააჟღერა, რომლის თანახმადაც, ენმ–ის არეულობისთვის ემზადება.

როგორც ჭანკოტაძე ამბობს, არავითარი აჯანყების და გადატრიალების მოწყობა არ იგეგმება.

„ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ხვალ, დილიდან საღამომდე ჩემთან ერთად იაროს და ნახოს, რას და როგორ ვაკეთებ. არავითარი აჯანყებები და გადატრიალებები. არ ვიცი, რა ელანდება ამ კაცს. ერთადერთი სიები შეიძლება იყოს ის, რომ რამდენიმე არასამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკო-ში რეგისტრაცია გაიარა. ისინი ჩვეულებრივი დამკვირვებლები არიან. მასში ჩვენი ვეტერანებიც შედიან, სხვა ხალხიც. მათი ერთადერთი ფუნქცია ისაა, რომ უბნებზე გაყალბება არ დაუშვან“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაჩნდა ეჭვი იარაღზე, ხელკეტებსა და ელექტროშოკებზე, ჭანკოტაძე პასუხობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს, თუმცა არჩევნების დღეს იარაღს სახლში დატოვებს:

„მე დაბადებიდან იარაღით დავდივარ, კანონი მაძლევს მაგის უფლებას და კობახიძეს ნაღდად არ შევეკითხები, ვატარო იარაღი თუ არა. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს იარაღს დავტოვებ სახლში, რომ რაიმე ეჭვი არ გაუჩნდეთ. ვივლი როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე.

რაც შეეხება ელექტროშოკებს, როგორც ვიცი, ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება ელექტროშოკები. დღეს ისეთი სიტუაციაა, კრიმინალი ყვავის, ბოლოს თუნდაც რაც ზუგდიდიში მოხდა, თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა ადამიანები და დღესაც გარეთ დადის. ამიტომ ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით ქალბატონებს. ვიცი, ყველას გაქვთ ელექტროშოკები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S