Accentnews.ge
რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინულ დელეგაცია

რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინულ დელეგაცია

30/10/2020 14:44:56 პოლიტიკა

უკრაინულ დელეგაციას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდა, საქართველოში არ შემოუშვეს,– იუწყება "მთავარი არხი" დეპუტატებზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, უკრაინული "რადას" ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციას, საქართველოსგან არჩევნებზე დაკვირვების ფორმალური თანხმობა ჰქონდა, თუმცა მათი ჩარტერული რეისი მოულოდნელად გაუქმდა. 50 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს გვიან ღამემდე აეროპორტში ელოდა და საბოლოოდ, უარი მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოში არ გველოდებოდნენ – მათთვის ზედმეტი ვიყავით, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გადააწყევტილებაა“,– განაცხადა დელეგაციის ერთ–ერთმა წევრმა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

განახლება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისი, რომლითაც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მოთხოვნით გაუქმდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს, გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით, ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.

თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე „SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მიღებული შეტყობინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S