Accentnews.ge
საპატრიარქო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

30/10/2020 16:09:27 პოლიტიკა

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S