Accentnews.ge
შსს–მ კობახიძის განცხადების საფუძველზე „ფაქტების შესწავლა“ დაიწყო

შსს–მ კობახიძის განცხადების საფუძველზე „ფაქტების შესწავლა“ დაიწყო

30/10/2020 18:25:19 სამართალი

შსს–მ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე „ფაქტების შესწავლა“ დაიწყო,– იუწყება შსს–ს პრეს–ცენტრი.

„30 ოქტომბერს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელიმდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნებისპერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას,ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომფაქტების შესწავლა დაიწყო.

ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორისგამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტოარჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნისმასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებასდა მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“,– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ დაინტერესებულან კობახიძის კიდევ ერთი განცხადებით, რომელიც კერძო კომუნიკაიის უფლების დარღვევის და სავარაუდო ფარული მიყურადების ნიშნებს მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S