ომბუდსმენი: „კობახიძის განცხადება ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“

30-10-2020 11:12:26 პოლიტიკა

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 29 ოქტომბრის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საკითხით ორი უწყება – პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. საუბარია, კობახიძის მიერ ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსის განსაჯაროებაზე.

„ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც ეს ორი პირი აცხადებს, რომ ისინი იყვნენ მარტონი, როდესაც ამ საკითხებთან დაკავშირებით ტელეფონით საუბრობდნენ. ვფიქრობ, განცხადება ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, დანაშაულს წარმოადგენს სხვისი სატელეფონო საუბრის უკანონო მიყურადება და ამ კომუნიკაციის შინაარსის მოპოვება. შესაბამისად, სახალხო დამცველი აუცილებლად მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც უნდა დაიწყოს მოკვლევა, ადგილი ჰქონდა თუ არა უკანონო მოსმენას და რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული მოსმენა“,– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ასევე:

რა დანაშაულის ნიშნების შეიცავს კობახიძის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის განსაჯაროება

„ჟურნალისტებს უსმენენ!“ – ჟურნალისტები კობახიძეს აღიარებისთვის მადლობას უხდიან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები