Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე:"პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე დგანან"

ირაკლი კობახიძე:"პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე დგანან"

30/10/2020 18:20:12 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს, რისთვისაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფები ჩამოაყალიბეს.

ამის შესახებ კობახიძე ფეისბუქზე წერს.

,,დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები". რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები. ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე. ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი”,-წერს ირაკლი კობახიძე.

"აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალაში მითითებულ სახელებსა და გვარებს: "ეკიპაჟის მეთაურები - დავით მირზაშვილი, მალხაზ ცუცქირიძე, აკაკი გურჯიშვილი, რევაზ ბარამიძე, ივანე ქერქაძე, ნიკოლოზ ნოზაძე, ბადრი გიორგაძე, ბესიკ ბერიტაშვილი, კახა ლომთათიძე, დავით აფციაური, გია ჩომახიძე, ზაზა ჭადაშვილი, ბესიკ სხილაძე, მევლუდი სუთიძე, მიხეილ გოგიტაური, გაბრიელ სიდამონიძე ეკიპაჟის წევრები - მამუკა ჭეჟია, იაგო სისაური, ელგუჯა ბართაია, ვახტანგ ჭაფაძე, ლაშა ჭაჭაშვილი, გიორგი ჭაჭაშვილი, ელგუჯა წიწავა, ლუკა ბოლღაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, კახაბერ ბაგაური, ვიქტორ კუტუბიძე, შოთა დოლიძე, რომან ავალიანი, მანანა გორელაშვილი, გივი ქველაძე, კაკო ნოზაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ლაშა ტატანაშვილი, ნონა გოლუბიანი, ნანა სუდაძე, მალხაზ ბასილაშვილი, მანუჩარ უზარაშვილი, ვანო ბოლღაშვილი, ლუკა ბოლღაშვილი, გოჩა ლომთათიძე, ალექსანდრე ბაქრაძე, გიორგი ნოზაძე, იურის ენდელაძე, თამარ მიქიაშვილი, ირინა კურცხალია, ზაური ხიმშიაშვილი, გია ფეიქრიშვილი , შოთა სეფაშვილი, ალბერტ ხაჩატურიანი, დავით ხოლუაშვილი, გიორგი ჭადაშვილი, დავით გუგუშვილი, რაულ კვარაცხელია, ილია ჩუბინიძე, გია გიებაშვილი, გიორგი ირემაშვილი, ილია ქერეჯაშვილი, ალექსი კრავცოვი, დავით მატუაშვილი, თემურ მატუაშვილი, პაატა კიკნაველიძე, გიორგი დარციმელია, გიორგი ქერეჯაშვილი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S