Accentnews.ge
მორიგი ინციდენტი მარნეულში – საკრებულოს თავმჯდომარე საარჩევნო უბნებზე დადის

მორიგი ინციდენტი მარნეულში – საკრებულოს თავმჯდომარე საარჩევნო უბნებზე დადის

31/10/2020 08:36:19 პოლიტიკა

მარნეულის 89-ე უბანთან მორიგი ფიზკური დაპიტისპირება მოხდა. როგორც "პლატფორმა 2020-ის" დამკვირვებლები აცხაებენ, ისინი უბნიდან გააძევეს, ხოლო "პლატფორმა 2020-ის" მობილური ჯგუფის წევრს, დამკვირვებელ დავით ქიმაძეს დაემუქრნენ.

„რაც აქ ხდება, სამარცხვინოა“,– აღნიშნავს პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე.

საარჩევნო უბანთან დაპირისპირების ერთ-ერთ ორგანიზატორად საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე სახელდება.

"მოვიდა მთავარი მოძალადეც, ამირან გიორგაძე, რომელიც, ასევე იყო ჩვენზე ძალადობის მთავარი ორგანიზატორი", - ამბობს "პლატფორმა 2020"-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე.

თავად ამირან გიორგაძე – საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მარნეულში საარჩევნო უბნებზე ვითარების „დასაწყნარებლად და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციების აღსაკვეთად დადის“.

"მე დავდივარ, რომ ყველა უბანზე, სადაც კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახდენენ პროვოკაციას, დავაწყნარო სიტუაცია. მხოლოდ და მხოლოდ მაგ მიზნისთვის მოვედი", - ამირან გიორგაძე.

მარნეულში დილიდან დაძაბული ვითარებაა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S