"დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს"
31/10/2020 10:35:05 პოლიტიკა
დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს,– ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩოში განაცხადეს.
დღეს ელჩი დეგნანი ორი ასეთი ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) სათაო ოფისებს ეწვია. .
დეგნანმა, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა მარნეულში, მათ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა და მიმოიხილა, თუ რისი მოწმენი არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები საქართველოს სხვა რეგიონებში.
„ესენი არიან უაღრესად პატივსაცემი, პროფესიონალი ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, დოკუმენტურად აღრიცხავენ დარღვევებსა და ძალადობის შემთხვევებს, და უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაშინების გარეშე ჩაატარონ კამპანია და მისცენ ხმა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად აღვრიცხოთ არჩევნების გარშემო განვითარებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების ნდობა შეძლონ”, - თქვა ელჩმა დეგნანმა.


