Accentnews.ge
თბილისში ძალოვანების განსაკუთრებული მობილიზება დააფიქსირეს

თბილისში ძალოვანების განსაკუთრებული მობილიზება დააფიქსირეს

31/10/2020 14:55:02 პოლიტიკა

პარლამენტთან პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზება დააფიქსირეს. ადგილზე რამდენიმე ავტობუსი დგას, რომელშიც პოლიციელები იმყოფებიან. მობილიზების კონკრეტული მიზეზი არავის განუმარტავს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათისთვის აქციაა დაანონსებული: ოპოზიციამ მხარდამჭეებს მობილიზებისკენ და „გამარჯვების ზეიმისკენ“ მოუწოდებს.

ცნობისთვს: საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლის პროცესი. როგორც „ქართული ოცნების“ ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მათ სასარგებლოდ მისცა.

პარალელურად „ცხელ კერად“ რჩება ზუგდიდი, მარნეული და თბილისის რამდენიმე უბანი. ასევე დაძაბულობაა მოსალოდნელი ხმის დათვლის პროცესშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S