მელია იარაღით მუქარის ამსახველ კადრებს ავრცელებს [ფოტო–ვიდეო]

31-10-2020 19:11:44 სამართალი

როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თბილისში, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ინციდენტი მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ პირი ოპოზიციურად განწყობილ დამკვირვებელს იარაღით დაემუქრა. ცოტა ხნის წინ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო–ფოტო მასალა გაავრცელა

ცნობისთვის: გლდანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული მუხლითაა დაკავებული ექვსი პირი, თუმცა კონკრეტულად იარაღით მუქარის ფაქტს რა კვალიფიკაცია მისცა შსს–მ და მისცა თუ არა საერთოდ, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები