Accentnews.ge
"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები: „ოცნება - 46% ენმ - 28% , "ევროპული საქართველო" - 5%

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები: „ოცნება - 46% ენმ - 28% , "ევროპული საქართველო" - 5%

31/10/2020 16:00:00 პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებლები 16:00 საათის შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 46%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 28%

"ევროპული საქართველო" - 5%

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%

"ლელო" - 3%

"პატრიოტთა ალიანსი" - 2%

"გირჩი" - 3%

ამასთან, გამოკითხულთა 50%–ზე მეტმა პასუხზე უარი განაცხადა, რაც, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, უპრეცედენტო შემთხვევაა.

ეგზიტპოლის საბოლოო შემდეგი 22:00 საათისთვის გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S