Accentnews.ge
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს: "მაგარი ხალხი ვართ ქართველები"

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს: "მაგარი ხალხი ვართ ქართველები"

31/10/2020 16:20:40 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. პარტიის ოფისთან მოწყობილ სცენაზე მმართველი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის - პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

"მინდა, მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს, ლიდერებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ "ქართული ოცნება" მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, - ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ თქვენი გამჭვირვალე გონებისთვის" - განაცხადა ივანიშვილმა.

ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი რუსთაველზე იკრიბებიან. მათი წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და ამ წუთიდან ისინი "თითოეული ხმის დაცვისთვის მობილიზებას" ახდენენ.

იხილეთ ასევე:4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S