მელია განმარტავს, რას ზეიმობს ოპოზიცია
31/10/2020 16:46:35 პოლიტიკა
გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია არჩევნებში ერთობლივად გამარჯვებას ზეიმობს.
„ოპოზიცია ზეიმობს იმას, რასაც მოსახლეობა – მოსახლეობის მიერ ოლიგარქის დამარცხებას. მეც და ძალიან ბევრს გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებდა და ოპოზიციამ ჯამურად გაიმარჯვა უთანასწორო ბრძოლაში: გვიპირისპირდებოდნენ კრიმინალები, შეიარაღებული პირები, პროკურატურა...სიმრავლეში ვჯობდით და ვაჯობეთ კიდეც. ბევრმა ამომრჩეველმა მოატყუა „ქართული ოცნება“, შანტაჟს და მუქარას არ დაემორჩილა და საარჩევნო უბნის შიგნით ხმა იმას მისცა, ვისთვისაც აპირებდა ხმის მიცემას“,– განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პოლიციამ ენმ–ის სააერჩევნო შტაბის დაკავებული წევრები გაათავისუფლა.
ცნობისთვის: ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე ზეიმობს, ხოლო „ქართული ოცნება“ - პარტიის სათავო ოფისში.
იხილეთ ასევე: 4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები


