Accentnews.ge
ბურჯანაძე: „5%-ის ფარგლებში გვაქვს მხარდაჭერა“

ბურჯანაძე: „5%-ის ფარგლებში გვაქვს მხარდაჭერა“

31/10/2020 17:31:24 პოლიტიკა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე, 5%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და ის მმართველ გუნდს აფრთხილებს, "არ გაბედოს ბიულეტენების გაბათილება".

"ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა. არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა.

"რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომელიც გამოცხადდა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ. ისტორიულად, როდესაც 1 პროცენტი გვეწერა კვლევაშიც და ეგზიტპოლშიც, 2013-2014 წელს 10-11%-ს ვიღებდით. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ მით უფრო, რომ მისული ადამიანების 40%-მა თავისი აზრი საერთოდ არ დააფიქსირა", - თქვა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა.საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს – 120 პროპორციული საარჩევნო წესით, 30–მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S