Accentnews.ge
უგულავა – ოპოზიციურ პარტიებს: „ერთმანეთს გვერდით წინაპირობების გარეშე უნდა დავუდგეთ"

უგულავა – ოპოზიციურ პარტიებს: „ერთმანეთს გვერდით წინაპირობების გარეშე უნდა დავუდგეთ"

31/10/2020 17:46:54 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებას გარდამტეხი ცვლილებები სურს.

მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შედეგი არჩევნებში რეალურად 41%-დან 46%-მდეა და არა –50%, ამდენად, უგულავას დასკვნით, ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი აქვს.

"ოცნების“ ტელევიზიებით გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებით ზეიმი, არასერიოზულია. არასერიოზული იყო ივანიშვილის გამოჩენა - ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთით და გააქანეს", - აღნიშნა უგულავამ.

ის მოუწოდებს ყველა საარჩევნო უბნის წევრსა და დამკვირვებელს, დაიცვან ხმები:

"თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი. ჩვენი ეგზიტპოლის შედეგით, დაახლოებით 10%-ია შედეგი. ვნახეთ, რომ 50% არ აქვს ივანიშვილს. ეს ნიშნავს, რომ პირადი ამბიციები გვერდზე გადავდოთ და მოვძებნოთ საერთო სურვილი. მიუხედავად განსხვავებისა, მიზანია ივანიშვილის ჩამოშორება. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით წინაპირობების გარეშე", - აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა.საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს – 120 პროპორციული საარჩევნო წესით, 30–მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S