Accentnews.ge
კობახიძის მონაცემებით, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

კობახიძის მონაცემებით, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

31/10/2020 18:04:20 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მონაცემებით, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები "დამაჯერებლად ლიდერობენ".

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%; 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%; რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი და გოჩა ენუქიძეს 86,21% აქვს მიღებული; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი და ბეჟან წაქაძეს 68,84% აქვს, გურიაში კი დათვლილია 3 უბანი და ვასილ ჩიგოგიძის შედეგია 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს: 120 დეპუტატი - პროპორციული საარჩევნო წესით, 30 – მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S