Accentnews.ge
ვაშაძე: „ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ!“

ვაშაძე: „ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ!“

31/10/2020 18:54:16 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქუთაისში ენმ ლიდერობს.

„ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ“,– ასე ეხმიანება ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ვაშაძე ამბობს, რომ ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლების განწყობა.

„ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია: მთავრობა ერთპარტიული ვეღარ იქნება და „ქართულ ოცნებასთან“ ბლოკში არავინ შევა“,– დასძინა მან.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს: 120 დეპუტატი - პროპორციული საარჩევნო წესით, 30 - მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევა.

იხილეთ ასევე: კობახიძის ცნობით, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S